ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ თვითმფრინავთან ახლოს ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს

მედია - ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ თვითმფრინავთან ახლოს ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს

გერმანიის ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული “ანტონოვის” სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად აღმოჩენილი დრონი აღჭურვილი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით, - ინფორმაციას მედია საშუალებები უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

დრონის დაფიქსირების ფაქტი ნატო-ს წარმომადგენელმა დაადასტურა.

„ინფორმირებული ვართ ინციდენტის შესახებ, რომლის გამოძიებასაც გერმანიის ხელისუფლება აგრძელებს“, - განაცხადა მან მედიასთან საუბარში.

მანამდე, გერმანიის პოლიციამ განაცხადა, რომ რამდენიმე თვითმფრინავი, მათ შორის სამგზავრო თვითმფრინავი, გადამისამართდა მას შემდეგ, რაც ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტთან ახლოს უცნობი მფრინავი ობიექტის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ასაფრენ ბილიკთან საეჭვო ნივთი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება ადგილობრივმა პოლიციამ გერმანიის ფედერალურ პოლიციასთან თანამშრომლობით დაიწყო.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.