თამო კეშელავა: კათოლიკოს–პატრიარქი გარდაიცვალა და შიო მესამე ცოცხალია? მეტი რა უნდა დაემართოს ეკლესიას? – წესი აუგეს გოგოს და ეკლესიაში არ დაასვენებინეს მამას

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
კათოლიკოს–პატრიარქი გარდაიცვალა და შიო მესამე ცოცხალია?
შეირყა მრევლი ისე შეურაცხყვეს და მრევლის მეორე ნაწილი კიდე ჭორაობას და ცილისწამებას იზელს სულში უკვე მერამდენე საათია.
ილია მეორე დავასაფლავეთ, ვიცი და შიო მესამე ცოცხალია?
მეტი რა უნდა დაემართოს ეკლესიას? – წესი აუგეს გოგოს და ეკლესიაში არ დაასვენებინეს მამას.
წესი აუგეს და ეკლესიაში არ დაასვენებინეს, რათა მერე მკვდარი გაეშავებინათ, მკვდარი გაეჭორათ, მკვდრისთვის ცილი დაეწამათ.
მონათლული არ იყოო და ვინც ჯვარი დასწერა, იმან აუგო წესი.
მონათლული არ იყოო და ორივე შვილი მონათლული ჰყავს.
დედამ შემოგითვალათ, ბოლოს 3 თვის წინ იყო გინეკოლოგთან და მოეშვით ექსპერტიზის დასკვნამდე ჭორაობას, მატირეთ შვილიო.
21–ე საუკუნეა, რასაც ორი დღეა აკეთებთ და აგრძელებთ ახლაც – არ დაიკარგება, ვერ ჩაიფარცხება,
ცოცხალიათქო, შიო მესამე?
ილია მეორე რომ დავასაფლავეთ მახსოვს, კი.
წესით, მუხლებში უნდა ჩაუვარდეს ოჯახს, მრევლს და მთელს ერს და ისე ითხოვოს პატიება და უნდა იხვეწებოდეს, იქნება და მისცეს ოჯახმა უფლება ტაძარში დასვენების.
და თუ წესი აუგეთ, რა ცოდვაზე საუბრობთ?
თუ წესი აუგეთ, რატომ არ დაასვენეთ ტაძარში?
თუ ეს არ უკავშირდება მამას, უკრაინას, იმას, რომ მამის მეგობრები ყველანი რუსეთის დაუძინებლები მტრები არიან და მრავლად არიან – მაშ, რას სხვას?
რაღა დარჩა?
ყველა ნარატივი გამომჟღავნდა და რაღა დარჩა?
შიო მესამეს რამე თუ უნდა დარჩეს მისი სახელიდან და მრევლის გამფანტველად და ეკლესიის დამანგრევლად თუ არ უნდა ისტორიაში შესვლა, სადაა, მაშ და რა სჭირს?
პ.ს.
ხალხის სრული უმრავლესობა მხოლოდ ეპარქიას რომ სთხოვს პასუხს და სულაც არ ახსენდება, რომ ამ ეპარქიასაც და სხვა ეპარქიასაც შიო მესამე უნდა მწყემსავდეს, კიდევ ერთი დასტურია, რომ კათოლიკოს–პატრიარქი გარდაიცვალა რამდენიმე თვის წინ და…
შიო მესამემ უნდა თქვას ახლა თავად, ვინაა, თუა საერთოდ და რა უნდა! უნდა თქვას, თორემ, სიჩუმე საშინელი პასუხია, საშინელი.