ჟურნალისტი თამო კეშელავა:
როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე და სახელმწიფო კი, გასულია, სამართლებრივი ჩარჩოებიდან.
ბანდები იქმნება პრაქტიკულად, სულ ერთია რა მიზნით, მასე ჰიტლერიც ამტკიცებდა, რომ ჰუმანური მიზნებით ხოცავს ებრაელებს.
სახელმწიფოს კონტრილის მექანიზმში არ აგერიოთ, გენაც, კონტროლის მექანიზმები საზოგადოებიდან აუცილებელია, ეს ბანდებია, თავისი წესებით, ბანდები, რომლებიც ამბობენ, რომ არ მოსწონთ, როგორ უძღვება მთავრობა საქმეს და უნდა ჩაანაცვლონ რიგ ადგილებში, კი არ აკონტროლონ – არა, უნდა ჩაანაცვლონ ქუჩებში მინიმუმ.
და კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, როცა ხვდები, რომ ეს ბანდები, ვერ და არ იქმნება დამოუკიდებლად!
ანუ, რაღაცა ისეთისთვის უნდათ, რასაც ის პოლიცია და სპეცრაზმიც კი არ იკადრებს, რომ გვეგონა, უკვე ყველაფერი იკადრეს!
ბონუსად ელექტროობაც მიგვითიშეს 2 დღე და რა ვიცი, კიდე რანაირად მოგანიშნონ ახლა, რომ 90–იანებში ვართ უკვე ჩასულნი?




