ჟურნალისტი თამო კეშელავა:
მუხლებზე დაჩოქილმა, ტირილით ვთხოვე, ჩემი კეთილი შვილის ტაძარში დასვენებაო, მამამ.
არ შეიძლება ამას გამართლება ჰქონდეს, ვერ ექნება.
უამრავ ადამიანს შეურყევთ რწმენას ეგეთი უღმერთობით!
არც ეს რწმენაა თქვენი მოტანილი და არც ეგ ეკლესიებია თქვენი აშენებული!
თქვენი გაზულუქებული ცხოვრება და თქვენი სამსართულიანი ჯიპებიც კი არაა თქვენი ნაშრომი!
ხალხმა გადაირჩინა რწმენაც და ხალხმა ააშენა ტაძრებიც, თქვენც ხალხი გარჩენთ!
გამოგიყრიან მაგ სავაჭრო დახლებს ეკლესიებიდან, იქამდე მიიყვანთ საქმეს და ახიც იქნება!
ვინ მოგცათ თქვენ უფლება საუკუნეებით, სისხლით მოტანილ რწმენას რომ არყევთ?
ყველამ იცის, როგორი ხალხისთვის აგიგიათ წესი და ძმათა მკვლელებს რამდენჯერ გადაფარებიხართ! ქართველთა სისხლისმსმელების დამლოცველ კირილეს ვერ უბედავთ სიტყვის თქმასაც კი და გაჭირვებულ, დაობლებულ, გაუბედურებულ ხალხს აწამებთ ღმერთის სახელით!
არ იცნობთ თქვენ ღმერთს, არც გიყვართ, როგორ შეიძლება გიყვარდეს, თუ ასეთი სასტიკი და ბოროტი გგონია, რომ გარდაცვლილ გოგოს შეიზიზღებს, მოიძულებს და ეშმაკს მიუგდებს?
არ იცნობთ თქვენ ღმერთს, რომელიც ერთი ცხვრის გადასარჩენად ფარას ტოვებს!
არ იცნობთ თქვენ ღმერთს, მარიამ მაგდალინელი 7 ეშმაკს იყო შეერთებული და ქრისტემ მაინც ის არჩია ფარისევლებს!
არ იცნობთ თქვენ ღმერთს, არც საკუთარ ხალხს იცნობთ!
თქვენ ის ფარისევლები ხართ, კეისარი რომ ღმერთს გაუთანაბრეთ და ხალხს რომ კეისრის მორჩილებას სთხოვდით ღმერთის სახელით!
ხალხს რომ კეისრის გამდიდრებას სთხოვდით ღმერთის სახელით!
ხალხს რომ შვილების გაწირვას სთხოვდით კეისრისთვის ღმერთის სახელით!
სთხოვდით რატომ, ახლაც სთხოვთ, უბრალოდ, სხვა კეისრისთვის!




