ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა ჯეი დი ვენსთან – ვისაუბრეთ რუსეთის ომის შედეგებზე გლობალური ბაზრებისთვის და შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები კონტაქტს შეინარჩუნებენ და იმუშავებენ ყველაფერზე, რაც განვიხილეთ

კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„კარგი სატელეფონო ზარი მივიღე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ, ჯეი დი ვენსისგან. განვიხილეთ ჩვენი ცოტა ხნის წინანდელი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან ვაშინგტონში, რომელიც პოზიტიური და პროდუქტიული იყო. მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის საჰაერო დარტყმები შეუჩერებლად გრძელდება, საჰაერო თავდაცვა – კონკრეტულად კი Patriot-ის რაკეტები ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ – მთავარ პრიორიტეტად რჩება. ვიცე-პრეზიდენტმა და მე ვისაუბრეთ რუსეთის ომის შედეგებზე გლობალური ბაზრებისთვის. შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები კონტაქტს შეინარჩუნებენ და იმუშავებენ ყველაფერზე, რაც დღეს განვიხილეთ. მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს უკრაინისა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის“, – წერს ზელენსკი.