ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში

იურისტი ვახტანგ ნაცვლიშვილი:

იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში.
ივანიშვილის ეკონომიკა ამ კაცებისთვის ტონობით სირცხვილს აწარმოებს. სირცხვილს, რომ არ შეგიძლია ოჯახის შენახვა, რომ შვილს ვერ აძლევ საჭირო განათლებას, ვერ ყიდულობ წამალს ავადმყოფი მშობლისთვის, ან რომ არ შეგიძლია საყვარელ ქალს საჩუქარი გაუკეთო ან მეგობარს გასაჭირის დროს დაეხმარო.
სირცხვილის საპირისპიროდ, ის, რაც სიამაყის ნატამალს აცოცხლებს ამ კაცებში, არის კოლექტიური კულტურული მიკუთვნებულობები, სქემატურად მაგ. რომ მებრძოლი ხალხი ვართ, ან რომ გვაქვს ისტორია, დიდებული მთები, კარგი მწერლობა, მტკიცე რწმენა, ტრადიციები. აქ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგად იცნობს ადამიანი ქართულ მწერლობას თუ ისტორიას, კულტურული მიკუთვნებულობა ამის გარეშე მუშაობს.
ამ კულტურული მიკუთვნებულობების მითვისებით და ფარული რევიზიით ცდილობს ივანიშვილის მთავრობა შუა ხნის კაცების გულის მოგებას. ნოდარ დუმბაძე ამისთვის ძალიან კარგი მწერალია.
არ დაგავიწყდეთ, რომ შუა ხნის კაცები ქართული პოლიტიკისთვის ამ დრომდე ყველაზე შეუმჩნეველი ჯგუფია. პენსიონერებზე, ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, ქალებზე — წინასაარჩევნოდ მაინც — რაღაცას გაიგონებ.
მაგრამ კაცები, როცა მოლაპარაკე თავების საჯარო მეტყველებაში შემოდიან, შემოდიან როგორც მოძალადეები, ემიგრანტი ქალების უსაქმური ქმრები, მეტადონშიკები, ბირჟავიკები, ღიპიანი გრუზინები…
თუ მათ ვინმე ახსენებს, ჩვეულებრივ, ახსენებს ისე, რომ სირცხვილი დაუმატოს. სტრუქტურულ ფაქტორებზე, რამაც უამრავი კაცი საკუთარი საქმის, პროფესიის და ადგილის გარეშე დატოვა, პოლიტიკის ველში თითქმის არავინ ლაპარაკობს.
მხარდაჭერა ონისე ოქრიაშვილს. რა კონტექსტშიც მან ნოდარ დუმბაძე ახსენა, იქ ნოდარ დუმბაძე მართლა შეუცვლელია – შეუძლებელია, ნოდარ დუმბაძე აქტიურად გძულდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას

ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში – განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები, ვისაუბრეთ დიპლომატიაზე, მნიშვნელოვანია პროცესი გაცოცხლდეს