საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას აკრიტიკებს.
მისი შეფასებით, საქართველოში დაბრუნდა “კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა”.
“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა.
მთავარია მიშა არ მობრუნდეს ხალხოო!
და დანარჩენი ვინც უნდა ის მობრუნდეს”, – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის შემოდგომაზე დააკავეს. მას ქართული მართლმსაჯულების მიერ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე აქვს სასჯელი შეფარდებული.




