ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის მიერ გამოგორებული, მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის მიერ გამოგორებული, მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო

ივანიშვილის მიერ გამოგორებული მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარტია “ჯერ საქართველოს” დამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ოპოზიციონერები სხვადასხვა სუბიექტებით ცდილობენ “მიუერთდნენ ივანიშვილის ფულს”.

“გამაოგნებელია, რომ ივანიშვილის მიერ გამოგორებული მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო.

ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა და აწი, ალბათ, ვეღარც ისწავლის, ხან ერთი სუბიექტის, ხან მეორე სუბიექტის გავლით ლამობენ მიუერთდნენ ივანიშვილის ფულს” - წერს მიხელ სააკაშვილი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.