პოლიტიკოსი კახა კახიშვილი საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური შეფერხების შესახებ ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესახებაც საზოგადოებას ოპერატიული, კონკრეტული და ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს.
ამ კონტექსტში პოლიტიკოსი ახსენებს უკრაინას და აღნიშნავს, რომ უკვე ოთხ წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის მხრიდან სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, შესაბამისად, ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა: „ნუთუ ერთი ავარია ან ერთი მნიშვნელოვანი კვანძის მწყობრიდან გამოსვლა საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ერთდროულად ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?“.
„ბოლო პერიოდში უკვე მეორედ მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური შეფერხება. პირველად ელექტროენერგია ქვეყნის დიდ ნაწილს გაეთიშა, დღეს დილით კი გათიშვა კვლავ განმეორდა.
ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ დილის 8 საათზე ელექტროენერგია „მცირე ხნით“ გაითიშა. თუმცა ამ განცხადებიდან უკვე ორ საათზე მეტია გასული და ბევრ აბონენტს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება.
ორ საათზე მეტი „მცირე დრო“ აღარ არის.
მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ:
- რაგახდაასეთიმასშტაბურიავარიისმიზეზი?
- რატომგანმეორდაგათიშვა?
- რამდენადგამართულიდადაცულიაქვეყნისელექტროსისტემა?
- ვინაგებსპასუხსსისტემისგამართულმუშაობაზე?
- დარაგაკეთდებაიმისათვის, რომმსგავსიშემთხვევააღარგანმეორდეს?
ეკონომიკის სამინისტრო მხოლოდ ტურიზმი და ავიაცია არ არის. მის პასუხისმგებლობაში შედის ენერგეტიკა, ელექტროსისტემა და ქვეყნისთვის არაერთი სხვა სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ყოველდღიურ და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
თუ ახალი ავიარეისების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია სწრაფად, დეტალურად და დიდი ენთუზიაზმით მიეწოდება, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესახებაც საზოგადოებას ისეთივე ოპერატიული, კონკრეტული და ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს.
სახელმწიფო თანამდებობა ნიშნავს პასუხისმგებლობას ყველა იმ სფეროზე, რომელიც სახელმწიფომ ჩაგაბარა.
ენერგეტიკული უსაფრთხოება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ტურიზმი, ავიაცია და ახალი ავიარეისების გახსნა.
მე ენერგეტიკოსი არ ვარ და არც ვამტკიცებ, რომ ენერგოსისტემის ყველა ტექნიკური დეტალი ვიცი.
მაგრამ, როგორც რიგით მოქალაქეს, რამდენიმე სრულიად ბუნებრივი კითხვა მიჩნდება.
უკვე ოთხ წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის მხრიდან სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს.
ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა:
ნუთუ ერთი ავარია ან ერთი მნიშვნელოვანი კვანძის მწყობრიდან გამოსვლა საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ერთდროულად ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?
თუ ეს ასე არ არის, მაშინ რა გახდა ამ მასშტაბური გათიშვის რეალური მიზეზი?
ვფიქრობ, ეს კითხვები მხოლოდ ჩემი არ არის. ამ კითხვებზე პასუხს ქვეყნის მოსახლეობა ელოდება“, – წერს კახიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.




