არქივი30 ივლისი, 2026, 13:43
უკრაინული მედია - რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ პენზაში მდებარე Wildberries-ის საწყობს ხანძარი გაუჩნდა.
თავდასხმის შემდეგ, საწყობის თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა.
Wildberries-ის საწყობზე თავდასხმა პენზას ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომაც დაადასტურა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.