ლენინგრადის გუბერნატორი – Wildberries-ის საწყობზე დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

რუსეთის ლენინგრადის ოლქში Wildberries-ის საწყობზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ალექსანდრე დროზდენკოზე, დაყრდნობით ავრცელებს.

„დრონით განხორციელებულმა თავდასხმამ ვსევოლოჟსკის რაიონის სოფელ ნოვოსარატოვკაში Wildberries-ის საწყობში ხანძარი გამოიწვია. სამი ადამიანი დაშავდა“, – წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გუბერნატორის განცხადებით, დრონებით თავდასხმებმა „სევერნაიას“ მეფრინველეობის ფერმაში საწყობის ჩამონგრევა გამოიწვია. არავინ დაშავებულა.

მისივე ინფორმაციით, თავდაცვის სისტემებმა ოლქში უკრაინის სულ მცირე 59 დრონი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში