უკრაინას იარაღს არ ვყიდი, ხოლო რუსეთის და ჩინეთი ირანზე არ ყიდიან იარაღს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა უთხრა, რომ იარაღს არ მიყიდის ირანს და მას ესმის, რომ აშშ იარაღს არა უკრაინაზე, არამედ ნატო-ზე ყიდის.
“პრეზიდენტ სიმ, ჩინეთში, პეკინში ჩვენს ცოტა ხნის წინანდელ შეხვედრაზე მითხრა, რომ ის არავითარ გარემოებებში არ მისცემს და არ მიყიდის იარაღს ირანის ისლამურ რესპუბლიკას – და ეს განცხადება ჩინურ კომპანიებსაც მოიცავდა. ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით, მის სიტყვას ვენდობი და, გარდა ამისა, მეც დიდ დახმარებას ვუწევ.
მსგავსად, პრეზიდენტმა პუტინმა, უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომის მიუხედავად (ურთიერთობა ნარჩუნდება, როგორც პრეზიდენტ ზელენსკისთან), მითხრა, რომ ის იარაღს არ მიყიდის ირანს. მას ესმის, რომ მე იარაღს არ ვყიდი უკრაინას, არამედ ნატოს ქვეყნებს. ისინი სრულ ფასს იხდიან და ეს იარაღი როგორ ნაწილდება წარმოდგენა არ მაქვს. შესაბამისად, ორი დიდი ქვეყანა, რომელსაც ხალხი ხშირად ირანის კონტექსტში ახსენებს, ჩემი აზრით, არ მონაწილეობენ. მონაწილეობას რომ იღებდნენ, ეს ძალიან ცუდი იქნება მათთვის – ნამდვილად არ იქნება მათ ინტერესებში,” – წერს ტრამპი.




