დონალდ ტრამპი – ჩემთვის დიდი პატივია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან აუდიენცია – შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა!

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრებმა კარგად ჩაიარა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მხარეებმა ბევრი საკითხი განიხილეს.

„ჩემთვის დიდი პატივია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა. ბევრი საკითხი იქნა განხილული. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

ასევე, ტრამპის თქმით, კარგი შეხვედრა ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთანაც.

„ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბიბი ნეთანიაჰუს ჩემს წარმომადგენლებთან ერთად შევხვდი. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა! ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია

დავით ზურაბიშვილი: ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ…