ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება ის დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რომელიც გამოიწვია ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ, ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილს.

ფარულავა მიიჩნევს, რომ თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები არ გადაიდგმება, წერილს შედეგი არ მოჰყვება.

„ცხადია, იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა. ამ ურთიერთობების გადატვირთვას, პირველ რიგში სჭირდება, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ოპონენტების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და იმ საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელსაც სრული ნდობა ექნება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ამ ნაბიჯებს არათუ არ დგამს „ქართული ოცნება“, არამედ აფართოებს რეპრესიებს, ამიტომ არ მგონია რაიმე შედეგი მოჰყვეს ამ წერილს ან იმ განცხადებებს,რომელსაც აკეთებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა“, – აცხადებს ლაშა ფარულავა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის სამადლობელ წერილს უგზავნის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ტრამპი წერილში წერს, საქართველოს და აშშ-ს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“