დიტო სამხარაძე: არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მე, ან ქართული ოცნების რომელიმე წევრი თუ ამომრჩეველი, პირველი ყოფილიყო ვინმეზე გინების, მუქარის ან, მით უმეტეს…

“ვიცი, ჩემს ამ პოსტსაც სანაცეთი აიტაცებს და თავიანთი ლაჩრული ინტერპრეტაციებით მის დამახინჯებას შეეცდება, მაგრამ სიმართლეს, როგორც ადრე, ახლაც ვერ ჩაახშობენ და ვერც დაამარცხებენ! იმის თქმა, რომ ადამიანი ძალადობის მომხრეა, აბსურდია. შეუძლებელია, ვინმეზე ძალადობის სურვილი გაგიჩნდეს ყოველგვარი მიზეზისა და გამწარების გარეშე. არსებობს ზღვარი, რომლის გადაბიჯების შემდეგ იწყება პიროვნების, ადამიანის მოქმედება!
ჩემს ოჯახს ნაცების შპინგალეტების მხრიდან ძალიან ბევრი შეურაცხყოფა უნახავს. მათ შორის, პირდაპირ მემუქრებოდნენ ჩემი ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურებით. “არიქა, სამხარაძე გვაგინებს”, “გვემუქრება”, სწორედ მაშინ ასაჯაროებდნენ მსგავს განცხადებებს, როდესაც მათ პროპორციულ პასუხს ვუბრუნებდი.
ცდილობდნენ გავეტეხე, შევშინებულიყავი და გუნდისთვის მეღალატა, მაგრამ ასეთ სიამოვნებას ამ აგენტურას არასოდეს ვაღირსებდი. მათგან შემოტეულს ორმაგი ბრძოლით, დაპირისპირებითა და გაუტეხლობით ვპასუხობდი. პასუხს იღებდნენ მაშინაც და მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ! არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მე, ან ქართული ოცნების რომელიმე წევრი თუ ამომრჩეველი, პირველი ყოფილიყო ვინმეზე გინების, მუქარის ან, მით უმეტეს, ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი. ვერც ერთ მსგავს ფაქტს ვერ დამისახელებთ! როდესაც ჩვენი ოჯახის წევრების ლიკვიდაციით გვემუქრებით, შეურაცხყოფას აყენებთ ჩვენს მეფეებს, საზოგადო მოღვაწეებს, ცდილობთ გარყვნილების პროპაგანდის დაკანონებას და ეკლესიას ლანძღავთ, ქართველებისგან შესაბამისი პასუხი არ უნდა გაგიკვირდეთ!!!
მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და, თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!
აგენტურა და მათი ურჯულო მეპატრონეები ვერ გადააშენებენ ამ ქვეყანას, სანამ არსებობენ ქართული სულისკვეთებისა და ღირსების დამცველი პატრიოტები!
დიდება ჩვენს სამშობლო საქართველოს!” – წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.
⭕ ონისე ოქრიაშვილს 3 ადამიანი სახლთან 22 ივლისს დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. მისმა მეუღლემ, მარიამ სამუშიამ მედიასთან აღნიშნა, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე ოქრიაშვილს უთხრეს – “შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო?!”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)