ლევან ცუცქირიძე: “ქართული ოცნების” რეპრესიული, უსამართლო და უგულო პოლიტიკის გამო თბილისმა დაკარგა ყველაზე ძველი მეგობარი ქალაქი ევროპაში

თბილისისა და ზაარბრიუკენის ნახევარსაუკუნოვანი მეგობრობა დასრულდა. “ქართული ოცნების” რეპრესიული, უსამართლო და უგულო პოლიტიკის გამო თბილისმა დაკარგა ყველაზე ძველი მეგობარი ქალაქი ევროპაში.
🛑 ეს პარტნიორობა ათწლეულების განმავლობაში არაერთ პრაქტიკულ სარგებელს აძლევდა თბილისს.
ჰუმანიტარული დახმარება: უმძიმეს 90-იანებში ზაარბრიუკენიდან ვიღებდით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ ტვირთებს (საკვებსა და მედიკამენტებს).
ქალაქის განვითარება: მათი დაფინანსებითა და ექსპერტიზით შეიქმნა თბილისის მიწის კადასტრის თანამედროვე სისტემა; მოწესრიგდა წყლის, ენერგომომარაგებისა და ნარჩენების მართვის საკითხები.
მოდერნიზაცია: თბილისის მერიაში ციფრული სერვისები (Bürgerservice) სწორედ მათი დახმარებით დაინერგა.
განათლება: თსუ-სა (1983 წლიდან) და ტექნიკურ უნივერსიტეტში (1989 წლიდან) ათასობით სტუდენტმა ისარგებლა გაცვლითი პროგრამებით.
📜 ზაარბრიუკენისა და თბილისის დამეგობრება, რომელიც 1975 წელს გაფორმდა, იყო პირველი ოფიციალური პარტნიორობა დასავლეთ გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ქალაქებს შორის. ამ ურთიერთობამ გაუძლო ცივ ომს, გადაიტანა საბჭოთა კავშირის დაშლა და 90-იანი წლების სამოქალაქო ომიც კი, მაგრამ შეუთავსებელი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკასთან – სადაც ევროპას მტრად აცხადებ და დემოკრატიას ანადგურებ, იქ მთავრობებს შორის მეგობრობის ადგილი აღარ რჩება.
ამაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რეჟიმს და თბილისის მერს. გერმანული მხარე მიზეზებს პირდაპირ, ყოველგვარი დიპლომატიური შეფუთვის გარეშე ასახელებს: 2024 წლის მოპარული , ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება და პროევროპული აქციების ძალადობრივი დარბევა.
ზაარბრიუკენის მერმა, უვე კონრადტმა, ღიად თქვა უარი კახა კალაძესთან ერთად საიუბილეო თარიღის აღნიშვნაზე.
🇪🇺 ეს, ასევე, არის მკაფიო გზავნილი დასავლეთიდან: ხალხი VS ხელისუფლება – ევროპა უარს ეუბნება რეჟიმს და არა ქართველ ხალხს!
გერმანელები და ფრანგები (ნანტი, რომელიც ამ სამმხრივი კავშირის წევრია) ინარჩუნებენ ურთიერთობას სამოქალაქო საზოგადოებასთან, სტუდენტებთან და ხელოვანებთან. გაყინულია მხოლოდ პოლიტიკური კავშირი კალაძის უწყებასთან.
🔄 რა არის გამოსავალი?
დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრებისა და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლება და ევროინტეგრაციის პროცესის განახლება.
“თავისუფლების მოედნის” მიზანია არა მხოლოდ ამ ისტორიული კავშირების დაბრუნება, არამედ მათი გაძლიერება და გამრავალფეროვნება. თბილისს, ისევე როგორც მთელ საქართველოს, სჭირდება ბევრი ისეთი მეგობარი, როგორიც ზაარბრიუკენია. ამისთვის კი აუცილებელია ქვეყანას ახალი და დემოკრატიული ხელისუფლება მართავდეს, რისთვისაც “მოედანი” ყოველდღიურად იბრძვის და შრომობს!
🇬🇪🇪🇺 თქვენც შეგიძლიათ ამ საქმის თანამონაწილე გახდეთ:
შემოგვიერთდით, როგორც თავისუფლების მოედანი / Freedom Square წევრი, საქართველოს გულისთვის / For the Love of Georgia კამპანიის მოხალისე, შემომწირველი ან რეგისტრირებული მხარდამჭერი!