ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ კომისია ფასების შემცირებისთვის არ იყო შექმნილი, აბა, სწავლა-განათლებაზე იყო? – ეს მოქალაქეების დაცინვაა, სიტყვებით ჟონგლიორობაც აღარ გამოსდით

[ფასების შემსწავლელი] კომისია სწავლა-განათლებაზე იყო? სერტიფიკატები მიიღეს, გასცეს თუ რა გააკეთეს? ვინმემ გვითხრას, საქართველოს მოქალაქემ მათი კომისიის შედეგად, რა შეღავათი მიიღო? , – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებას: „ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია“.

ლევან სამუშიას განცხადებით, როდესაც “ქართული ოცნება” ხალხს ეუბნება, რომ კომისია ფასების შემცირებისთვის კი არა, შესწავლისთვის იყო შექმნილი, დაცინვაა.

„დღეს გვეუბნებიან, რომ კომისია ფასების შემცირებისთვის არ იყო შექმნილი, ეს ხომ დაცინვაა – შედეგი კი არა, საქართველოს მოქალაქეების დაცინვაა. ფასების წინააღმდეგ “ბრძოლა” დაიწყეს, კარტელურ გარიგებებზე საუბრობდნენ ორი თუ სამი თვის წინ, ნახეთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ. მათ ჰგონიათ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მეხსიერება არ გვაქვს, ვერ ნახავენ მათ განცხადებებს? როცა მოკვლევები დაიწყეს ფასებთან დაკავშირებით, ნახეთ, რას საუბრობდა: “ბრძოლა დავიწყეთ, კვერცხის ფასმა დაიწიაო”, ლამის ზარზეიმით აცნობეს ხალხს.

ნახეთ, რა სიტუაციაა დღეს, ეს ფასების დაწევის კომისიაა, თუ ფასების აწევის კომისია? დაიწია თუ აიწია ფასებმა? მიიღეს თუ არა შეღავათები საქართველოს მოქალაქეებმა. კომისია სწავლა-განათლებაზე იყო? ფასთა წარმოქმნას სწავლობდნენ? სერტიფიკატები მიიღეს, გასცეს თუ რა გააკეთეს, რა ქნეს ამ ადამიანებმა? ვინმემ გვითხრას, საქართველოს მოქალაქემ მათი კომისიის შედეგად რა შეღავათი მიიღო. შექმნილი კომისიის შემდგომ ფასებმა მოიმატა თუ დაიკლო? – რა თქმა უნდა, მოიმატა. სიტყვებით ჟონგლიორობა აღარც კი გამოსდით, წარმოუდგენელია. ხორცთან დაკავშირებით წარმოუდგენელ ფასზე საუბრობდა. რეგიონში შეხვედრებზე ვიყავი და გამწარებული იყო ხალხი, დაგვცინიანო, ამას გვეუბნებოდა ხალხი. ახლა რომ ეტყვი კომისია ფასების შემცირებისთვის კი არა, შესწავლისთვის იყო შექმნილიო, ეს ხომ დაცინვაა მოქალაქეების“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

“იმედის” განცხადებით, ევროპარლამენტმა შენობაში მუშაობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გასაშუქებლად აკრედიტაციაზე უარი უთხრა