ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ჩეხეთმა რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცა

ჩეხეთმა რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცა, – ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ჩეხეთის საჰაერო სივრცის გამოყენებას შეძლებს, რათა მოსკოვში ჩავიდეს, სადაც 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი იმართება.

„სლოვაკურმა მხარემ ფრენის ნებართვის შესახებ სტანდარტული მოთხოვნა წარადგინა და იგი მაშინვე დაკმაყოფილდა“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ადამ ჩორგომ.

ცნობისთვის, რობერტ ფიცოს მოსკოვში გაფრენისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა არ მისცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი