რობერტ ფიცო: არანაირ სამხედრო აღლუმზე არ წავალ

„მე ყვავილებით შევამკობ წითელი არმიის უცნობი ჯარისკაცის საფლავს, რათა სლოვაკი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო გათავისუფლებისთვის. ასევე, დაგეგმილი მაქვს მოკლე შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან. ეს არის და ეს. არანაირ სამხედრო აღლუმზე არ წავალ“ | თქვა სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ მოსკოვზე უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ. მედიის ცნობით, ეს სიტყვები სლოვაკეთის პრემიერმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის კულუარებში ჟურნალისტებს უთხრა, ინფორმაციას გამოცემა SME ავრცელებს
🔻 მედიის ცნობითვე, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას კრემლმა ფიცო აღლუმის სტუმრების სიაში დაასახელა, თავად პრემიერმა ეს ინფორმაცია უარყო. მან განმარტა, რომ მისი ვიზიტი მხოლოდ სიმბოლურ პატივისგებასა და მოკლე სამუშაო შეხვედრას მოიცავს. მან ასევე დაიცვა თავისი გადაწყვეტილება, რომელიც მანამდე ევროკომისიამ დაგმო და აღნიშნა, რომ არ აპირებს „სინდისის ქენჯნა“ იგრძნოს საკუთარი არჩევანის გამო
🔻 მანამდე, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სლოვაკეთის სამთავრობო ბორტს საჰაერო სივრცის დათმობაზე უარი განუცხადეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთმა ფიცოს სამთავრობო თვითმფრინავის გადაფრენაზე ნებართვა გასცა. მსგავსი ვითარება შეიქმნა გასულ წელსაც, როდესაც ფიცოს მოსკოვში ჩასვლა უნგრეთის, რუმინეთის, შავი ზღვისა და საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით მოუწია. გასულ წელს ევროპიდან მოსკოვში 9 მაისის საზეიმო ღონისძიებებს მხოლოდ რობერტ ფიცო და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი დაესწრნენ
🔻 დღეს კი უკრაინის პრეზიდენტი ერევანში მიმდინარე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მოსკოვზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა და თქვა: “უკრაინულ დრონებს შეუძლიათ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე ჩაფრინდნენ”

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად