ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავა და პუტინს შეხვდება

რუსეთში ირანის ელჩის, ყაზემ ჯალალის თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი 27 აპრილს მოსკოვს ეწვევა და ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
როგორც ირანის ელჩმა თქვა, მინისტრი რუსეთის მაღალჩინოსნებთან აშშ-სთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაივლის. განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის ერთობლივ შესაძლო ინიციატივებსაც.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის ცნობა რუსულ პროპაგანდისტულ მედიას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.
"ვადასტურებთ რუსეთში არაღჩის ვიზიტს მოლაპარაკებების ჩატარების მიზნით." - თქვეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.