ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

9 მაისს მოსკოვში მობილურ ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდება

9 მაისს მოსკოვში მობილურ ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდება

9 მაისს მოსკოვში მობილურ ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტროს განცხადებით, შეზღუდვების დაწესების მიზეზი „9 მაისს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“.

„მოსკოვში მობილურ ინტერნეტზე, მათ შორის „თეთრ სიაში“ არსებულ ვებგვერდებსა და SMS შეტყობინებების სერვისებზე წვდომა დროებით შეიზღუდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, 9 მაისს მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება. კრემლში განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინის მხრიდან „ტერორისტული საფრთხეა“.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.