Reuters: რუსულ პორტებსა და გადამამუშავებელ ქარხნებზე, უკრაინული დრონების თავდასხმების გამო, იძულებული გახდა აპრილში ნავთობის მოპოვება შეემცირებინა

რუსულ პორტებსა და გადამამუშავებელ ქარხნებზე, უკრაინული დრონების თავდასხმების გამო, იძულებული გახდა აპრილში ნავთობის მოპოვება შეემცირებინა – წერს Reuters ხუთ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით
მათივე ცნობით, ეს შეიძლება იყოს რუსული წარმოების ყველაზე მკვეთრი ვარდნა COVID-ის პანდემიის შემდეგ:
“ეს შესაძლოა იყოს რუსული წარმოების ყველაზე მკვეთრი ყოველთვიური ვარდნა COVID-პანდემიის შემდეგ გასული ექვსი წლის განმავლობაში. ანონიმურობის დაცვის პირობით მოსაუბრე წყაროების თქმით, რუსეთმა აპრილში წარმოება დღეში დაახლოებით 300,000-დან 400,000 ბარელამდე შეამცირა წლის პირველ თვეებში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.
ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინამ დრონებით თავდასხმების ტალღა წამოიწყო რუსეთის უმსხვილეს დასავლურ ნავთობის პორტებზე, რამაც მასშტაბური ხანძრები გამოიწვია. პარალელურად, თავდასხმები ხორციელდება გადამამუშავებელ ქარხნებზეც.
წყაროებისა და Reuters-ის გამოთვლების თანახმად, წარმოების აპრილის ვარდნა 2025 წლის ბოლოს დაფიქსირებულ რუსული წარმოების დონესთან შედარებით, დღეში 500,000-დან 600,000 ბარელამდე შემცირებას უდრის.“ | წერია პუბლიკაციაში