ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კრემლი უკრაინისთვის დრონების მწარმოებელ ევროპულ ქარხნებზე იერიშების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

კრემლი უკრაინისთვის დრონების მწარმოებელ ევროპულ ქარხნებზე იერიშების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

კრემლი უკრაინისთვის დრონების მწარმოებელ ევროპულ ქარხნებზე იერიშების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

მას შემდეგ რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ევროპულ ქვეყნებში მსგავსი ქარხნების მისამართების სია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ევროპის მხრიდან უკრაინისთვის დრონების მიწოდების ზრდამ შესაძლოა "არაპროგნოზირებადი შედეგები" და "ევროპის ომში ჩათრევა" გამოიწვიოს, კრემლის პრესსპიკერს, დმიტრი პესკოვს ჟურნალისტებმა ამ მისამართებზე იერიშების მიტანის შესაძლებლობის შესახებ კითხეს, რაზეც პესკოვმა პასუხი არ გასცა.

"იზრდება აღნიშნული ქვეყნების [ევროპული ქვეყნების] პირდაპირი ჩართულობა კონფლიქტში, უკრაინის გარშემო მიმდინარე ომში - ყველა ნიუანსი წარმოდგენილია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში" - თქვა პესკოვმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.