Reuters: ირანის იერიშების შემდეგ უკრაინულ დრონსაწინააღმდეგო სისტემას იყენებს

პრინც სულთანის ბაზა, ირანის იერიშის შედეგად განადგურებული ამერიკული E-3 Sentry, 2026 წლის 29 მარტი
მედიასააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ კვირებში -მ საუდის არაბეთში საკუთარ საჰაერო ბაზებზე უკრაინული დრონსაწინააღმდეგო სისტემები დანერგა. ამის შესახებ მედიასთან ხუთმა ანონიმურმა წყარომ ისაუბრა.
როგორც Reuters-ი წერს, აშშ-მ გამოიყენა უკრაინული მართვისა და კონტროლის პლატფორმა Sky Map-ი (“ცის რუკა”), რის შესახებაც ცნობა აქამდე არ გავრცელებულა.
მედია წერს, რომ პრინც სულთანის ავიაბაზაზე უკრაინელი სამხედრო პირები გასულ კვირებში გამოჩნდნენ, რათა ამერიკელებისთვის Sky Map-ის გამოყენება ესწავლებინათ. ეს სისტემა უკრაინაში დრონების, მათ შორის ირანის მიერ შემუშავებული შაჰედების ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების, საფრთხის შესანიშნად გამოიყენება. საფრთხის აღმოჩენის შემდეგ უშვებენ მომგერიებელ დრონს.
ამ ცნობის გავრცელებამდე ერთ თვეზე მეტი ხნით ადრე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საჯაროდ თქვა უარი უკრაინელების მიერ დრონების მოგერიებაში დახმარების შეთავაზებაზე და თქვა: “მათი დახმარება არ გვჭირდება დრონებისგან თავდაცვაში”.
Sky Map-ი ეკუთვნის უკრაინულ კომპანიაSky Fortress-ს, რომელმაც ცნობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. კომპანია 2022 წელს დაფუძნდა. მათ მიერ შექმნილი სისტემა დრონების აღმოსაჩენად რადარებისგან და სენსორებისგან მიღებულ მონაცემებს იყენებს.