“ფონდ “ქართუდან” ₾452 მლნ ქველმოქმედების ნაცვლად იაფი სესხის სახით დეველოპერული/სასტუმრო ბიზნესის დასაფინანსებლად წავიდა” – ირაკლი აბესაძე

“სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”, 2024 წლის ბოლოსთვის, 452 მილიონ 74 ათასი ლარი იაფი სესხის სახით გაცემული ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული კომპანიების სამშენებლო/სასტუმრო ბიზნესების დასაფინანსებლად.

ირაკლი აბესაძე ინტერესდება, რატომ გასცა საქველმოქმედო ფონდმა ფული ბიზნეს სესხის სახით და თანაც საბაზრო პროცენტზე იაფად.

“სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კანონის უხეში დარღვევით ფონდის ანგარიშები 2021 წლიდან გასაიდუმლოებულია.

ფონდი “ქართუ” – საქველმოქმედო თუ სამაქინაციო ფონდი?!

აღმოჩნდა, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ფონდ “ქართუს” 452 მილიონ 74 ათასი ლარი იაფი სესხის სახით გაცემული ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული კომპანიების სამშენებლო/სასტუმრო ბიზნესების დასაფინანსებლად. 

ჩნდება ბევრი შეკითხვა:

  • რა წარმომავლობა აქვს ამ ფულს?! ივანიშვილის ფინანსური პრობლემების ფონზე ვინ და რა წყაროდან მიღებული ნახევარი მილიარდი ლარი შესწირა ფონდს?! ხომ არ ხდება ფულის გათეთრება?! ხომ არ არის ეს რუსული სანქცირებული ფული, მითუმეტეს რომ ეს თანხა 2022 წლის შემდეგ გაცემული სესხებია (რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ). 
  • რატომ გასცა საქველმოქმედო ფონდმა ფული, რომლითაც შეუძლია ათასობით სოციალური პროექტი დააფინანსოს და ადამიანებს დაეხმაროს, ბიზნეს სესხის სახით და თანაც საბაზრო პროცენტზე იაფად (ნაწილი 4%, ნაწილი 7%). 
  • რატომ ვერ/არ აიღო ფონდის საკუთრებაში არსებულმა ამ კომპანიებმა სესხი თუნდაც ბანკი “ქართუდან”. 
  • და, ქველმოქმედების ფული საერთოდ დარჩათ?! ჯამში რა რაოდენობის თანხას განკარგავს ფონდი ამ წლებში?

ეს და კიდევ ბევრი სხვა კითხვა კიდევ უფრო მწვავეა, როდესაც კანონის უხეში დარღვევით ფონდის ანგარიშები 2021 წლიდან (მეხუთე წელია!!!) გასაიდუმლოებულია,” – წერს ირაკლი აბესაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული