პირველი სასტუმრო მთვარეზე: ამერიკული სტარტაპი ნომრების დაჯავშნას იწყებს – როდის იწყება მშენებლობა და რა ღირს ჯავშანი?

კა­ლი­ფორ­ნი­ულ­მა სტარ­ტაპ­მა Galactic Resource Utilization Space (GRU) კოს­მო­სუ­რი ტუ­რიზ­მის ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­შა­ლა – კომ­პა­ნი­ამ მთვა­რე­ზე პირ­ვე­ლი სას­ტუმ­როს ნომ­რე­ბის და­ჯავ­შნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­წყო. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, პირ­ვე­ლი სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა 2032 წელს იგეგ­მე­ბა.

  • მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი “ოქ­როს ბი­ლე­თის­თვის“

თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მდი­დარ მა­ძი­ებ­ლებს, რო­მელ­თაც სურთ პირ­ვე­ლებ­მა და­ად­გან ფეხი მთვა­რის “კუ­რორტზე”, სო­ლი­დუ­რი დე­პო­ზი­ტის გა­დახ­და მო­უ­წევთ. პირ­ვე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის ჯავ­შნის სა­ფა­სუ­რი 1 000 000 დო­ლარს შე­ად­გენს.

კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ბერკლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის 21 წლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი სკა­ი­ლერ ჩა­ნია. მან პრო­ექ­ტის დე­ტა­ლე­ბი და მო­მა­ვა­ლი სას­ტუმ­როს არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი გეგ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას 12 იან­ვარს გა­აც­ნო. ჩა­ნის თქმით, ეს იქ­ნე­ბა დე­და­მი­წის ფარ­გლებს გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი მუდ­მი­ვი ნა­გე­ბო­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში.

  • რო­გორ აშენ­დე­ბა სას­ტუმ­რო?

სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა 2029 წელს უნდა და­ი­წყოს. GRU-ს გეგ­მა ინო­ვა­ცი­უ­რია:

მთვა­რის ნი­ა­და­გის გა­მო­ყე­ნე­ბა: კომ­პა­ნია აპი­რებს გა­მო­ი­ყე­ნოს ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მთვა­რის გრუნტს მყარ სამ­შე­ნებ­ლო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბად გარ­დაქ­მნის.

მო­დუ­ლუ­რი სის­ტე­მა: სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მო სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­სა­ბე­რი მო­დუ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლებ­საც გა­რე­დან მთვა­რის “აგუ­რე­ბის­გან“ აგე­ბუ­ლი დამ­ცა­ვი ფენა ექ­ნე­ბა.

მდე­ბა­რე­ო­ბა: სას­ტუმ­რო შე­საძ­ლოა მთვა­რის ე.წ. “ლა­ვურ მი­ლებ­ში“ (ბუ­ნებ­რივ მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბებ­ში) გან­თავ­სდეს, რაც სტუმ­რებს რა­დი­ა­ცი­ი­სა და მე­ტე­ო­რი­ტე­ბის­გან და­ი­ცავს.

  • ვინ იქ­ნე­ბი­ან პირ­ვე­ლი სტუმ­რე­ბი?

კომ­პა­ნია ვა­რა­უ­დობს, რომ პირ­ვე­ლი კლი­ენ­ტე­ბი გა­მოც­დი­ლი კოს­მო­სუ­რი ტუ­რის­ტე­ბი და მდი­და­რი ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, რო­მელ­თაც “არა­მი­წი­ე­რი“ თაფ­ლო­ბის თვის გა­ტა­რე­ბა სურთ.

“ჩვენ ვცხოვ­რობთ გარ­დამ­ტეხ მო­მენ­ტში, რო­დე­საც შეგ­ვიძ­ლია რე­ა­ლუ­რად გავ­ხდეთ პლა­ნე­ტა­თა­შო­რი­სი სა­ხე­ო­ბა. თუ ეს პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მო­მა­ვალ­ში მი­ლი­არ­დო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ბა­დე­ბა მთვა­რე­სა და მარსზე,“ – აცხა­დებს სკა­ი­ლერ ჩანი.

  • პო­ლი­ტი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა

პრო­ექ­ტი იდე­ა­ლუ­რად ჯდე­ბა აშშ-ის კოს­მო­სურ ამ­ბი­ცი­ებ­ში. NASA-ს ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, ჯა­რედ აი­ზეკ­მე­ნი, პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის მხარ­და­ჭე­რით, აქ­ტი­უ­რად უწევს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას მთვა­რე­ზე მუდ­მი­ვი ბა­ზე­ბის შექ­მნას. სტარ­ტაპ­მა უკვე მო­ი­ზი­და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ისე­თი გი­გან­ტე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა SpaceX და Anduril.

  • კოს­მო­სუ­რი ტუ­რიზ­მის სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მთვა­რის სას­ტუმ­რო ერ­თა­დერ­თი ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი არ არის. კომ­პა­ნია Space Perspective უკვე მუ­შა­ობს ხო­მალ­დზე Neptune, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტებს კოს­მო­სის კი­დე­ზე სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტით აიყ­ვანს. იქ მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­ცი­ლე­ბით იაფი – 125 000 დო­ლა­რი ეღი­რე­ბა და 6 სა­ათს გას­ტანს, მგზავ­რე­ბის­თვის კოქ­ტე­ილ-ბარი და Wi-Fi-ც კი იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. წყა­რო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”