4 სექტემბერს ევროპელი ლიდერები და ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს გამართავენ

4 სექტემბერს ევროპელი ლიდერები და ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს გამართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ხვალ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ისაუბრებენ.
დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი თბილისის დროით 16:00 საათზეა მოსალოდნელი.
პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ლიდერები პრესკონფერენციას გამართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება