ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას უკრაინის ცის დასაცავად „სპეციალური ფორმატი“ შესთავაზა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს უკრაინის ცის დასაცავად „სპეციალური ფორმატი“ შესთავაზა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ხანგრძლივი და დეტალური სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„პირველ რიგში, ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ მივიდეთ რეალურ მშვიდობამდე. სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ზეწოლაა. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სამხედრო მანქანას ფულსა და რესურსებზე წვდომა არ ჰქონდეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, „უკრაინის ცის მაქსიმალურ დაცვაზე ისაუბრეს“.
„მშვიდობის მიღწევამდე, უკრაინელები რუსეთის თავდასხმების ქვეშ არ უნდა იყვნენ. რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა სიცოცხლე არ უნდა შეიწირონ. უკრაინამ ცის დასაცავად აშშ-ს სპეციალური ფორმატი შესთავაზა. ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის დონალდ ტრამპს მადლობას ვუხდი. ჩვენ შემდგომ კონტაქტებზე შევთანხმდით“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება