ვოლოდიმირ ზელენსკი 4 სექტემბერს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ელისეის სასახლის ცნობით, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა ხუთშაბათს, 4 სექტემბერს პარიზში გაიმართება და მას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი უხელმძღვანელებენ.
შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და ჯერჯერობით უცნობია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავა თუ არა.
ასევე, მედია აღნიშნავს, რომ შეხვედრაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მონაწილეობა ნაკლებად სავარაუდოა.
„სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები განიხილავენ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გატარებულ სამუშაოებს და შეაფასებენ რუსეთის ქცევასთან დაკავშირებულ შედეგებს, რომელიც მშვიდობაზე უარს ამბობს“, – აცხადებს ელისეის სასახლე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: 14 წელია მიხეილ სააკაშვილი აღარ არის უმაღლესი თანამდებობის პირი. აქედან მეხუთე წელია იმყოფება პატიმრობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა რ ც ე რ თ ყოფილ თანამდებობის პირს მის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება