ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვის შეუძლია მოგვცეს გარანტია, რომ პუტინი შემოჭრას აღარ გააგრძელებს? - მას არავინ ენდობა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვის შეუძლია მოგვცეს გარანტია, რომ პუტინი შემოჭრას აღარ გააგრძელებს? - მას არავინ ენდობა

პუტინს არავინ ენდობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიქსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვის შეუძლია მოგვცეს გარანტია, რომ პუტინი შემოჭრას აღარ გააგრძელებს? არავის. მან იმდენჯერ მოიტყუა, რომ მისი ნდობა არ შეიძლება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, „მსურველთა კოალიციის“ ლიდერები ხვალინდელ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტთან, „დონალდ ტრამპთან დაკავშირებას შეეცდებიან“.
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ „უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისი ძლიერი არმია იქნება“.
„ჩვენ ამ ომის დასაწყისიდანვე ვამბობთ, რომ თქვენ მთელი ევროპის მომავლისთვის იბრძვით. ამიტომ, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.