ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯუანშერ ბურჭულაძე - პრემიერ-მინისტრის ანგარიში შთამბეჭდავი იყო

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში შთამბეჭდავი იყო.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან ეფექტური იყო პრემიერის მხრიდან დღევანდელი მთავრობის საქმიანობის წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარება.
„საზოგადოებამ დღეს მოისმინა პრემიერის წლიური ანგარიში, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იყო. თქვენ მოისმინეთ კონკრეტული ციფრები. აქ არ შეიძლება ცდომილების რაიმე დიაპაზონი იყოს იმიტომ, რომ ჩვენ დღეს მოვისმინეთ აბსოლუტური არითმეტიკა. ძალიან ეფექტური იყო განვლილ პერიოდთან შედარებაც. ჩვენმა საზოგადოებამ ნახა, თუ რა ცვლილება მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ ამ 10 წლის განმავლობაში“,-განაცხადა ბურჭულაძემ.
გარდა ამისა, მან საზოგადოებას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.
უპირველეს ყოვლისა, ეს იყო დიდი ისტორია, რომელიც საქართველოს ისტორიის ფურცელზე დაიწერა. ბოლო დეკადების განმავლობაში ვერ ვიხსენებ ანალოგიური მასშტაბის მოვლენას, რომელიც ასე გასახარებელი და მისალოცია ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
მისი თქმით, ევროკავშირმა პირველად საქართველოს თავდაცვის უწყებას თანხა 2021 წელს გამოუყო.
„ჩვენ ევროკავშირის დახმარებით 2022 წელს თითქმის გაორმაგებული დახმარება მივიღეთ. შემდეგ 30 მლნ ევრო და ეს პროგრესულად გაგრძელდება. რაც შეხება ამ თანხებს, ძირითადად მიემართება საინჟინრო საშუალებების და სხვა მობილური საშუალებების განვითარებას“, -განაცხადა ბურჭულაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.