რატი ბრეგაძე პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე – ეს ყველაფერი იყო ერთი დიდი პროგრესის ისტორია, რომლის მიღწევაც საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლის შემდგომ შეძლო

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პრემიერ მინისტრის ს წლიური ანგარიში იყო დიალოგი საზოგადოებასთან, რომლის ფარგლებშიც პრემიერმა ისაუბრა გაწეული საქმიანობის შესახებ, რაც იყო ერთი დიდი პროგრესის ისტორია, რომლის მიღწევაც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო 2012 წლის შემდგომ.
ამის შესახებ რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრის გუშინდელი მოხსენება – ეს იყო რეალურად დიალოგი საზოგადოებასთან, რომლის ფარგლებშიც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებას და, ასევე, დიპლომატიურ კორპუსს წარუდგინა საკმაოდ ვრცელი ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ და ეს ყველაფერი იყო ერთი დიდი პროგრესის ისტორია, რომლის მიღწევაც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო 2012 წლის შემდგომ“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძემ ყურადღება გაამახვილა იუსტიციის სამინისტროს იმ ძირითად მიღწევებზე, რაც პრემიერ-მინისტრის ანგარიშში მოხვდა.
„2024 წელს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა ყველა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე – არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი თუ კერძო პირი და, ასევე, რა თქმა უნდა, ერთხელ და სამუდამოდ საკუთრების უფლება იქნება სათანადო დონეზე დაცული საქართველოში ამ პროექტის დასრულების შემდეგ.
არის საკმაოდ მაღალი ტემპი, და ამ ეტაპზე, მაგალითად, უკვე დარეგისტრირებულია 450 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამ პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს მსგავსი შედეგებისთვის მადლობა გადავუხადო. 1000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში. როგორც მოგახსენეთ, მილიონ ჰექტარზე მეტი დარეგისტრირდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია საქართველოს ზომის ქვეყნისთვის. ასევე, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იუსტიციის სახლებზე და გააკეთა საკმაოდ კარგი შედარება. მაგალითად, 2012 წელს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდა 12 იუსტიციის სახლი, დღეს კი, მათი რიცხვი არის 118. დამეთანხმებით, რომ ამ მოკლე პერიოდში იუსტიციის სახლების რაოდენობის ამგვარი ზრდა არის საკმაოდ დიდი პროგრესის მაჩვენებელი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს