ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საზოგადოებამ ნახა, თუ რა ცვლილება მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 10 წლის განმავლობაში - ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის შეჯამება შეაფასა.
მისი თქმით, პრემიერის მხრიდან დღევანდელი მთავრობის საქმიანობის წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარება ძალიან ეფექტური იყო.
"თქვენ მოისმინეთ კონკრეტული ციფრები. აქ არ შეიძლება ცდომილების რაიმე დიაპაზონი იყოს, რადგან ჩვენ დღეს მოვისმინეთ აბსოლუტური არითმეტიკა. ძალიან ეფექტური იყო განვლილ პერიოდთან შედარებაც. ჩვენმა საზოგადოებამ ნახა, თუ რა ცვლილება მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ ამ 10 წლის განმავლობაში", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.