ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რატი ბრეგაძე - პრემიერ-მინისტრის ანგარიში იყო ღირსეული, კვალიფიციური და ადამიანური ბუნების მქონე - მადლობას ვუხდი მთავრობის მეთაურს ძლიერი მხარდაჭერის, მუდმივი მოტივაციისა და ღირსეული ლიდერობისთვის

იუსტიციის სამინისტროს სახელით მადლობას ვუხდი მთავრობის მეთაურს ძლიერი მხარდაჭერის, მუდმივი მოტივაციისა და ღირსეული ლიდერობისთვის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს და პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს ეხმაურება.
რატი ბრეგაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში იყო ღირსეული და კვალიფიციური.
„პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვრცელი ანგარიში იყო ღირსეული, კვალიფიციური და ადამიანური ბუნების მქონე ლიდერის დიალოგი საზოგადოებასთან იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მთავრობამ მის კომპეტენციაში შემავალი ყველა მიმართულებით გასწია. ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთი მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურში მყოფ საჯარო მოხელეებს, რომელთა ერთობით და პროფესიონალიზმით საქართველომ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია 2012 წლიდან
ვისარგებლებ შემთხვევით და იუსტიციის სამინისტროს სახელით მადლობას ვუხდი მთავრობის მეთაურს ძლიერი მხარდაჭერის, მუდმივი მოტივაციისა და ღირსეული ლიდერობისთვის”, - წერს რატი ბრეგაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.