არქივი8 თებერვალი, 2025, 16:22
ჯო უილსონი - ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს! - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს! სასტიკ რეპრესიებში მონაწილე ყველა მოსამართლესა და პროკურორს სანქციები უნდა დაუწესდეს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა“, - წერს ჯო უილსონი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.