ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო უილსონი - ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიცავს ივანიშვილის რეჟიმის ხელშემწყობთა სრულ სიას, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ - ერთადერთი წინ მიმავალი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია

ჯო უილსონი - ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიცავს ივანიშვილის რეჟიმის ხელშემწყობთა სრულ სიას, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ - ერთადერთი წინ მიმავალი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია

ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიცავს ივანიშვილის რეჟიმის ხელშემწყობთა სრულ სიას, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ, ერთადერთი წინ მიმავალი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!, - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) ევროპარლამენტის მიერ “საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ” მიღებულ რეზოლუციას.
“მადლობელი ვარ ევროპარლამენტის უკიდურესად ძლიერი რეზოლუციის საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რომელიც დიდი უმრავლესობით იქნა მიღებული. ის შეიცავს ივანიშვილის რეჟიმის ხელშემწყობთა სრულ სიას, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ. ერთადერთი წინ მიმავალი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!” - წერს უილსონი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.