პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო უილსონი - ივანიშვილის ოჯახი რეჟიმის მიერ საქართველოს აშშ-ის მტრებისთვის მიყიდვის ბენეფიციარი და ხელშემწყობია - ისინი უნდა დასანქცირდნენ და მათი გაძევება უნდა მოხდეს დასავლეთიდან

ჯო უილსონი - ივანიშვილის ოჯახი რეჟიმის მიერ საქართველოს აშშ-ის მტრებისთვის მიყიდვის ბენეფიციარი და ხელშემწყობია - ისინი უნდა დასანქცირდნენ და მათი გაძევება უნდა მოხდეს დასავლეთიდან

ივანიშვილის ოჯახი რეჟიმის მიერ საქართველოს აშშ-ის მტრებისთვის მიყიდვის ბენეფიციარი და ხელშემწყობია, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რეპსუბლიკური პარტია) ­X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების "გაძევება უნდა მოხდეს".
„ივანიშვილის ოჯახი რეჟიმის მიერ საქართველოს აშშ-ის მტრებისთვის მიყიდვის ბენეფიციარი და ხელშემწყობია. ისინი უნდა დასანქცირდნენ და მათი დასავლეთიდან გაძევება უნდა მოხდეს: ეკატერინე ხვედელიძე, უტა ივანიშვილი, ცოტნე ივანიშვილი, ბერა ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი“, - წერს ჯო უილსონი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.