ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო უილსონი აქვეყნებს ქართველი მოსამართლეებისა და პროკურორების სიას, ვისთვისაც სანქციების დაწესებას ითხოვს

ჯო უილსონი აქვეყნებს ქართველი მოსამართლეებისა და პროკურორების სიას, ვისთვისაც სანქციების დაწესებას ითხოვს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან, ჯო უილსონმა, გამოაქვეყნა იმ ქართველი მოსამართლეებისა და პროკურორების სია, რომელთათვისაც სანქციების დაწესებას ითხოვს.
"ივანიშვილის რეჟიმის ყველა ტყვე და პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს! ყველა მოსამართლესა და პროკურორს, რომელიც ამ სასტიკ რეპრესიაში ჩართულია, სანქციები უნდა დაუწესდეს!", - დაწერა თავის X-ის გვერდზე ამერიკელმა კონგრესმენმა.
მის პოსტს თანდართული აქვს სამი სია. პირველი, სათაურით "ქართული ოცნების ტყვეები" მოიცავს 52 ადამიანს, რომელთაც ჯო უილსონი პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლად მიიჩნევს. სხვებთან ერთად, სიაში არიან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი.
დანარჩენი ორი სია მოიცავს "მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც ამ ადამიანების საქმეებში არიან ჩართულნი, არღვევენ რა ადამიანის უფლებებსა და საქართველოს კონსტიტუციას ივანიშვილის უკანონო ბრძანებების შესრულებით".
ამ სიებში შედის 19 ქართველი მოსამართლე და 18 პროკურორი.
"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია!", - წერს კონგრესმენი უილსონი პოსტის ბოლოს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.