ჯონ კირბი – უკრაინის დახმარების შემდეგი პაკეტი უკანასკნელი იქნება, თუ კონგრესი არ იმოქმედებს

მიმდინარე თვის ბოლოს უკრაინისთვის დაგეგმილი დახმარების პაკეტი ბოლო იქნება, თუ კონგრესი დამატებით დახმარებას არ დაამტკიცებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის ამ დრომდე მიწოდებული დახმარება არსებითი იყო ს შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ქვეყანას ჯერ კიდევ სჭირდება შეერთებული შტატების მხრიდან დახმარება.
„ჩვენ კვლავ ვგეგმავთ უკრაინისთვის დახმარების კიდევ ერთი პაკეტის მიწოდებას მიმდინარე თვის ბოლოს. თუმცა, როდესაც ეს დასრულდება, რადგანაც აღარ გვექნება შევსების უფლებამოსილება, დაგვჭირდება კონგრესის მხრიდან დაუყოვნებლივ მოქმედება“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელი განცხადება საქართველოზე – წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში