თეთრი სახლი ამ თვეში კიევისთვის დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, მაგრამ ამის შემდეგ თანხა ამოიწურება | კირბი
თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონს დეკემბერში უკრაინის დასაფინანსებლად თანხები ამოეწურება, თუ კონგრესი არ იმოქმედებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაუდებელი დამატებითი ხარჯების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც კვირების განმავლობაში შეჩერებულია.
მისივე განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს გამოაცხადოს უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი ამ თვეში, მაგრამ ამის შემდეგ დაფინანსება შეწყდება.
"როცა ეს გაკეთდება... ჩვენ აღარ გვექნება შევსების უფლებამოსილება. და ჩვენ გვჭირდება კონგრესი, რომ იმოქმედოს დაუყოვნებლად",- თქვა კირბიმ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.