კირბი: თუ კონგრესი არ იმოქმედებს, დეკემბერში უკრაინის დასახმარებელი რესურსი ამოგვეწურება

-ის 2023-ის დეკემბერში ამოეწურება უკრაინის დასახმარებელი რესურსი, თუკი კონგრესი დამატებით სახსრებს არ გამოყოფს, განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა მ.
მედიასთან საუბრისას, კირბიმ აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, ამ თვეში ს კიდევ ერთი დახმარების პაკეტი გამოუყოს, თუმცა ამის შემდეგ ს დახმარების რესურსი ამოწურული იქნება.
„როცა ამ დახმარებას გამოვყოფთ, [თანხა აღარ იქნება]. გვჭირდება, რომ კონგრესმა დაგვიანების გარეშე იმოქმედოს [და გამოყოს თანხა]“, – ციტირებს მას „პოლიტიკო“.
პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს დაახლოებით 60 მილიარდის გამოყოფა სთხოვა უკრაინის დასახმარებლად. თუმცა, შიდაპოლიტიკური უთანხმოებების გამო, კონგრესის ორივე პალატაში ასეთ ზომაზე შეთანხმდება ვერ ხერხდება. მთავარი მოწინააღმდეგეები რესპუბლიკელები არიან, რომლებიც ითხოვენ აშშ-მექსიკის საზღვრის უსაფრთხოებასა და არალეგალური მიგრანტების შესვლის პრევენციაზე მეტი თანხის დახარჯვას. სენატორ ლინდზი გრემის თქმით, სენატში „ახლოსაც კი არ არიან“ რამე კომპრომისთან.
უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ამ ეტაპზე ვერც ევროკავშირი ახერხებს, უნგრეთის ოპოზიციის გამო.
პარტნიორების ეკონომიკური და სამხედრო დახმარება მეტად მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელი განცხადება საქართველოზე – წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში