არქივი20 დეკემბერი, 2023, 20:13
"კონგრესი, კიევის დახმარების პაკეტს, სავარაუდოდ, იანვარში დაამტკიცებს" | კირბი
თეთრის სახლის ადმინისტრაცია უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებას კონგრესისგან 2024 წლის 8 იანვარს ელოდება, საშობაო და საახალწლო არდადეგების შესვენების შემდეგ. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განუცხადა.
კირბიმ ბრიფინგზე თქვა, რომ "ეს დიდი ალბათობით მოხდება იანვრის დასაწყისში. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი."
მანამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გამოაცხადა, რომ ისინი აპირებდნენ საშობაო არდადეგებზე დასვენებას და უარს ამბობდნენ, წელს კიევისთვის თანხების გამოყოფის საკითხის გადაჭრის მცდელობაზე.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.