ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძლიერმა ქარმა კახეთში ხეები მოგლიჯა, სახურავები გადახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა კახეთში. რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე უღელტეხილი დაკეტილია. მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-ყვარლისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სახურავის ნაწილი კულტურის სახლს გადახადა, სადაც დროებით საბავშვო-ბაღი ფუნქციონირებს.
სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში კი ძლიერმა ქარმა საახალწლო ნაძვის ხეები წააქცია.
უამინდობის შედეგად რეგიონში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც, აბონენტების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.