ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს – ძლიერმა ქარმა დააზიანა სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები

ბათუმში, სადაც ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა, სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სტიქიას მძიმე შედეგები მოჰყვა – მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები. ბულვარში, პარკსა და სკვერებში დაზიანდა ინფრასტრუქტურაც. ძლიერი ქარის შედეგად, 40-ზე მეტი ხე-მცენარე დაზიანდა.
გარდა ამისა, ქარმა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავი გადახადა, რამაც მიმდებარე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა. როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ადგილობრივები “კურიერთან” აცხადებენ, მათთან უკვე იმყოფებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით, ზარალის შეფასება ხვალიდან დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი