ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა – მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია კორპუსების სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შეიქმნა.­
ქარის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, მოგლეჯილია ხეები, ხეები ავტოსადგოზე ავტომობილებს დაეცა. წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე მანქანა არის დაზიანებული.
მთელი ღამის განმავლობაში, ძლიერი ქარის გამო, ბულვარში, პარკსა და სკვერებში დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.
ძლიერ ქარმა ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავი მთლიანად გადახადა, რამაც მიმდებარე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.
“ძლიერი ქარის შედეგად მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები დაზიანდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, ოპერატიულად ხორციელდება წაქცეული ხეებისგან გზების გათავისუფლების სამუშაოები. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები”, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ