არქივი23 დეკემბერი, 2023, 19:27
ქარმა კახეთში სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა
ყვარელსა და მიმდებარე სოფლებში ძლიერმა ქარმა 10- მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ქარმა ახმეტისა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელში მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ცენტრალური მაგისტრალები ჩახერგა.
დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა.
სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.