არქივი29 აპრილი, 2024, 15:54
ჩინეთის პრეზიდენტი მომავალ კვირაში სერბეთს და უნგრეთს ეწვევა
ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი 5 მაისიდან 10 მაისამდე ეწვევა საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს - იუწყება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი 29 აპრილს.
საფრანგეთთან ორმხრივი ურთიერთობა მყარად ინარჩუნებს გაღრმავების ტენდენციას, ორ ქვეყანას შორის არის სტრატეგიული კომუნიკაცია და პრაქტიკული თანამშრომლობა - განაცხადა სამინისტროს პრესმდივანმა.
მისივე თქმით, სი ძინპინი სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან მოლაპარაკებას გამართავს ორმხრივი ურთიერთობის და ჩინეთ-სერბეთის კავშირების გაღრმავების თაობაზე.
დაწერეთ კომენტარი
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.