ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სი ძინფინგი EU-სთან ურთიერთობების ხელშესაწყობად საფრანგეთს, უნგრეთსა და სერბეთს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი ევროკავშირთან ურთიერთობის ხელშესაწყობად 5-10 მაისს საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. სი ძინფინგის მხრიდან ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროპაში პირველი ვიზიტი იქნება.
ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დავისა და პარიზის მხრიდან ჩინური სუბსიდიების წინააღმდეგ ევროკომისიის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მხარდაჭერის ფონზე, საფრანგეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში შედარებით გაუარესდა,
ჩინეთის საგარეო სამინისტროს სპიკერმა, ლინ ჯიანმა საფრანგეთში პრეზიდენტის ვიზიტის განხილვისას აღნიშნა, რომ მათ ქვეყნებს სტრატეგიული კომუნიკაცია და პრაქტიკული თანამშრომლობა აკავშირებთ.
"დროა, რომ ჩინეთსა და საფრანგეთს შორის სრული სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე წავწიოთ და ჩინეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების ჯანსაღ განვითარებას ახალი ბიძგი მივცეთ, რათა მსოფლიო მშვიდობაში, სტაბილურობაში, განვითარებასა და პროგრესში ახალი წვლილი შევიტანოთ". - თქვა ლინმა.
გარდა ამისა, სი ძინფინგი შეხვედრას სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან აპირებს, რათა ჩინეთ-სერბეთის ურთიერთობის გაფართოება განიხილონ .
სი ძინფინგი ასევე უნგრეთს ეწვევა, რომელიც ლინის თქმით, "ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი სათანამშრომლო პარტნიორია სარტყლისა და გზის ინიციატივას (Belt and Road Initiative) ხელშეწყობისა და ჩინეთსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით",

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.