ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სი ძინპინი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი 5-10 მაისს საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ჯიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთთან ორმხრივმა ურთიერთობებმა ჯანსაღი ზრდის იმპულსი შეინარჩუნა და ორივე ქვეყანას სტრატეგიული კომუნიკაციები და პრაქტიკული თანამშრომლობა აკავშირებს.
„დროა ჩინეთსა და საფრანგეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე ავიყვანოთ, ახალი იმპულსი მივცეთ ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ჯანსაღ განვითარებას, ახალი წვლილი შეიტანოთ მსოფლიო მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარებისა და პროგრესის საქმეში. ჩინეთი მოუთმენლად ელის საფრანგეთთან მუშაობას პოლიტიკური ურთიერთნდობის, სოლიდარობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით“, - განაცხადა ლინ ჯიანმა.
მისივე თქმით, სი ძინპინი ასევე მოლაპარაკებებს გამართავს სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩთან და მხარეები ჩინეთ-სერბეთის ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ მოსაზრებებს გაცვლიან.
სი ძინპინი უნგრეთშიც ჩავა, რომელიც, ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, „ჩინეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის ხელშეწყობისა და ჩინეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის კუთხით“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.