სერბეთის პრეზიდენტი – ჩინეთი ყოველთვის საერთაშორისო სამართლის მხარეს იყო და სერბეთს ყოველთვის მხარს უჭერდა – ტაივანი ჩინეთია- წერტილი!

ჩინეთი ყოველთვის საერთაშორისო სამართლის მხარეს იყო და სერბეთს ყოველთვის მხარს უჭერდა, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ბელგრადში ვიზიტის წინ განაცხადა.
„ერთი მნიშვნელოვანი რამ არსებობს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელსაც ხელი პეკინში მოვაწერეთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რადგან ახლა ორ ქვეყანას შორის საერთო სავაჭრო ბრუნვამ 6,1 მილიარდ დოლარს მიაღწია. მჯერა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი გაორმაგდება ან გასამმაგდება“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ინტერვიუში.
ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთი „ერთი ჩინეთის პრინციპს“ მხარს მტკიცედ უჭერს.
„ჩინეთი ყოველთვის საერთაშორისო სამართლის მხარეს იყო და სერბეთს ყოველთვის მხარს უჭერდა, ისევე როგორც ჩვენ ვუჭერდით ჩინეთს მხარს. ტაივანი ჩინეთია. წერტილი“, – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი 5-10 მაისს საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)